hotel and hospitality management

European School of Management is announcing a grant competition for the Program in hotel and hospitality management. The program allows the applicant to obtain a 30% grant of he full cost of the program To win a grant: Go through a grant competition, which involves testing and an interview with the Program Admissions Committee.

სასტუმოს და მასპინძლობის მენეჯმენტის სასწავლო პროცესი კომბინირებულია და დაფუძნებულია შვეიცარული სწავლების სტანდარტზე. სტუდენტებს პროგრამის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ანაზღაურებადი პრაქტიკა გერმანიაში შესაბამის მიმართულებაში. 

სამწლიანი აკადემიური პერიოდის განმავლობაში კომბინირებული სასწავლო მოდელის საშუალებით სტუდენტები სწავლობენ 13 თეორიულ და 2 სასემინარო მოდულს, რომელიც მოიცავს ბიზნეს მენეჯმენტის საფუძვლებს, სასტუმროს და თანამედროვე მასპინძლობის საქმის ლიდერობისთვის საჭირო ახალ კონცეფციებს.

საქართველოში თეორიული მოდულები ხორციელდება დასვენების დღეებსა და საღამოს საათებში, რაც მარტივად თავსებადია სამუშაოსთან.

Theoretical Modules:

  • Leadership and organizational behavior – 2
  • Event Management
  • Basics of Business
  • English I
  • English II 
  • Innovative, alternative and sustainable trends in hospitality -2
  • International business strategy in hospitality – 2
  • Project management – 2
  • Advanced finance and budgeting – 2
  • Marketing strategies for hotels – 2
  • International human resources – 2
  • Hospitality real estate and investment – 2
  • Revenue management – 2

Practical Modules:

  • Crisis management – 1
  • Protocol & etiquette – 1

Internship:

  • Internship – 2
აპლიკანტმა პროგრამაზე მისაღებად უნდა გაიაროს 4 ეტაპი:

ეტაპი 1 - აპლიკანტმა უნდა შეავსოს პროგრამის პირველადი სარეგისტრაციო ფორმა.
ფორმის შევსების შემდეგ და განაცხადის დადასტურების შემდეგ  აპლიკანტს გაეხსნება M" Lab-ის  ანგარიში.
M"Lab-ის პორტალზე აპლიკანტს საშუალება აქვს გაეცნოს საინფორმაციო შეხვედრის დეტალებს.
საინფორმაციო შეხვედრა ტარდება დისტანციურად, Webex-ის პლათფორმაზე. 
ტექნიკური ინსტრუქციები და დეტალები მოცემულია M"Lab-ის პირად კაბინეტში.
ეტაპი 2 - საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ აპლიკანტი ადასტურებს კონკურსში მონაწილეობას "თანხმობით" და იწყება სარეგისტრაციო პროცედურების გავლა.
აპლიკანტმა M"Lab-ის პორტალზე უნდა ატვირტოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

  • ID ბარათი;
  • 3x4 ფოტო სურათი;
  • სკოლის ატესტატი;
  • პროგრამაზე რეგისტრაციის საფასურის დამადასტურებელი ქვითარი; 
  • ხელშეკრულების დადასტურება;

ეტაპი 3 - მეორე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ აპლიკანტს ეგზავნება TSC PORTAL-ის მომხამარებელი და პაროლი. TSC PORTAL-ზე ხდება მისაღები გამოცდის დაგენერირება და საგამოცდო ინსტრუქციის გაცნობა.

ეტაპი 4 - მისაღები გამოცდის პროცედურების და მინიმალური კომპეტენციის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ხდება აპლიკანტის გადართვა ფინანსური დავალიანების ეტაპზე. ფინანური დავალიანების დაფარვის შემდეგ ხდება SP პორტალზე წვდომის უფლების მინიჭება და კორპორატიული ელექტრონული ფოსტის გახსნა.
SP პორტალზე დაგენერირდება საორიენტაციო შეხვედრა, რომლის მიზანია სასწავლო კურსების არჩევა და სასწავლო პროცესის წარმართვა.

გაითვალისწინეთ, M"Lab, TSC PORTAL-ის, SP პორტალის და სასწავლო კორპორატიული ფოსტის გამოყენება სავალდებულოა საწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს.

გაითვალისწინეთ, საინფორმაციო შეტყობინებები მობილურ ნომერზე იგზავნება ESM INFO ან ESM სახელწოდებით.

პროგრამის საფასური

პროგრამის წლიური საფასურია 1300 ₾. საფასურის გადახდა ხდება 2 ნაწილად:
1-ელი ნაწილი იფარება სწავლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე;
მე-2 ნაწილი იფარება შემდეგი სასწავლო პროცესის დაწყებამდე 1 კვირით ადრე;
შენიშვნა: სხვაგვარი სწავლის საფასურის გაყოფა არ არის განსაზღვრული;

შეღავათები და გრანტები

  • თუ აპლიკანტი მისაღებ გამოცდაზე მიიღებს 76%-ზე მაღალ შეფასებას, სწავლის საფასურის I ნაწილი შეუმცირდება 100 ₾-ით.
  • თუ აპლიკანტს სკოლა დასრულებული აქვს ბოლო 1 წლის განმავლობაში და მიღებული აქვს ოქროს მედალი, ისარგებლებს I ნაწილში 20%-იანი შეღავათით.
  • თუ აპლიკანტს სკოლა დასრულებული აქვს ბოლო 1 წლის განმავლობაში და მიღებული აქვს ვერცხლის მედალი, ისარგებლებს I ნაწილში 10%-იანი შეღავათით.
  • თუ აპლიკანტი სწავლოს სხვა სასწავლო დაწესებულებაში და მისი GPA მაღალია 3.5-ზე, ისარგებლებს I ნაწილში 20%-იანი შეღავათით.
  • თუ აპლიკანტი სწავლობდა სხვა სასწავლო დაწესებულებაში და მისი GPA მაღალია 3.5-ზე, ისარგებლებს I ნაწილში 20%-იანი შეღავათით.
  • შემდგომი შეღავათები გარდა I ნაწილისა დამოკიდებულია აპლკანტის აკადემიურ მოსწრებაზე. 5 საუკეთესო შედეგის მქონე მსმენელი ისარგებლებს 20%-იანი შეღავათით შემდეგ სწავლის გადასახადზე.

შენიშვნა: აპლიკანტს შეუძლია ისარგებლოს რამდენიმე შეღავათით ერთდროულად.

საქართველო ტურიზმისა და მომსახურეობის ინდუსტრიაზე ორიენტირებული ქვეყანაა. მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, კომპანიები სამუშაო ძალის დეფიციტს უჩივიან. ყოველწლიურად ამ სფეროს ახალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები უერთდება და დასაქმების მაჩვენებელი წლიდან-წლამდე იზრდება.
ეს პროგრამა დაგეხმარებათ შეიძინოთ ძირითადი უნარები, პარალელურად დასაქმდეთ ამ სფეროში და მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება უცხოეთში პრაქტიკის გავლით.

პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ საერთაშორისო პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ ანაზღაურებადი სამუშაო პრაქტიკა გაიაროთ  გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებშო.

გარდა ამისა სტუდენტებს შეუძლიათ მინიმუმ თვენახევრიდან მაქსიმუმ 3 თვის მანძილზე მუშაობა ოფიციალურ სემესტრულ არდადეგებზე. 

error: Content is protected !!