სასტუმროს მენეჯმენტი

დაშვების წინაპირობა (მოთხოვნები)

  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • სრული ზოგადი ან საშუალო განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
  • გამოცდის ჩაბარება შემდეგ მიმართულებებში:
    • ზოგადი უნარები;
    • უცხო ენა;

სასწავლო პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, მსმენელს  მისცეს სასტუმრო  საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. კერძოდ, სფეროსთვის დამახასიათებელი პროცესების, პრინციპების და კონცეფციების მრავალმხრივი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ყოველივე ეს მსმენელს  საშუალებას მისცემს გააცნობიეროს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობები/საზღვრები. მსმენელებმა  შესაბამისი სასწავლო კურსების (სასტუმროს ოპერირება და მენეჯმენტი, სასტუმროს ფრონტ-ოფის-მენეჯმენტი, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები, შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში  პერსონალის მართვა და სხვა) სპეციფიკის ცოდნის საფუძველზე, უნდა შეძლოს: სასტუმროს საქმიანობის ზოგადი გეგმის შემუშავება, სასტუმროს ბიუჯეტის  შედგენა ფინანსურ მენეჯერთან ერთად, საქმიანობის კოორდინირება, ხარისხის სტანდარტების დანერგვა, შესყიდვების განხორციელება და სხვა. აგრეთვე უხელმძღვანელოს სასტუმროს ან სასტუმროს ამა თუ იმ დეპარტამენტის საქმიანობას.

სწავლის შედეგები და კომპეტენციები

პროგრამის მიზანია, მსმენელს  მისცეს სასტუმრო  საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. კერძოდ, სფეროსთვის დამახასიათებელი პროცესების, პრინციპების და კონცეფციების მრავალმხრივი
თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ყოველივე ეს მსმენელს  საშუალებას მისცემს გააცნობიეროს
პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობები/საზღვრები. მსმენელებმა  შესაბამისი სასწავლო
კურსების (სასტუმროს ოპერირება და მენეჯმენტი,
სასტუმროს ფრონტ-ოფის-მენეჯმენტი, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები,
შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში  პერსონალის მართვა და სხვა) სპეციფიკის ცოდნის
საფუძველზე, უნდა შეძლოს: სასტუმროს საქმიანობის ზოგადი გეგმის შემუშავება, სასტუმროს ბიუჯეტის 
შედგენა ფინანსურ მენეჯერთან ერთად, საქმიანობის კოორდინირება, ხარისხის სტანდარტების დანერგვა,
შესყიდვების განხორციელება და სხვა. აგრეთვე უხელმძღვანელოს სასტუმროს ან სასტუმროს ამა თუ იმ
დეპარტამენტის საქმიანობას.

 

სასტუმროს  მენეჯმენტის პროგრამის დასრულების შედეგები აისახება ქვემოთ ჩამოთვლილი კომპეტენციების განვითარებაში

ცოდნა და გაცნობიერება:  
კურსდამთავრებულმა იცის:
⮚ რეალიზაცია და მარკეტინგი; 

⮚ ადამიანური რესურსების მართვა;
⮚ კადრების სწავლების, მომზადების, შერჩევისა და შეფასების
პრინციპები და მეთოდიკა;
⮚ საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები;

⮚ მენეჯმენტის ზოგადი პრინციპები;

 

უნარი
მიღებული ცოდნის რეალიზების შედეგად კურსდამთავრებულს შეუძლია:
⮚  დაინტერესებულ მხარეებთან საურთიერთობოდ გამოსვლის ტექსტის შედგენა, ზეპირი/წერითი წარდგენისთვის მასალების /
ინფორმაციის მომზადება;
⮚  სწორი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით სათანადო მესიჯების აქცენტირება და ინდივიდის/ჯგუფის ქცევაზე გავლენა;
⮚ ქცევის შემცვლელი გარემოებების გათვალისწინებით მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კომუნიკაციის დამყარება;

 

დასაქმების სფერო: 
⮚ სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებში:

⮚  დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები;

⮚ ”გესთ ჰაუსები”; 

⮚ დასასვენებელი სახლები;

სწავლება-სწავლის მეთოდები

სწავლება-სწავლის მეთოდები
▪ აკეთე და ისწავლე –  პრაქტიკულ ჩვევებს უყალიბებს და საშუალებას აძლევს განივითაროს სტრატეგიული დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობა
▪ ახსნა-განმარტებითი მეთოდი – მსჯელობა მოცემული საკითხის გარშემო კონკრეტული მაგალითის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლით დაკვირევებისა და ანალიზის უნარების გაუმჯობესება
▪ დისკუსია / დებატებში მონაწილეობა – კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარზე ორიენტირებული მეთოდი, რომლითაც ასევე ვლინდება ემოციების მართვის უნარი .
▪ გამოცდილებითი სწავლება – აუდიტორიის მიღმა სხვა და სხვა აქტივობებში ჩართვით პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, დაკვირვებისა და უშუალო გაკეთების პროცესების მეშვეობით.
▪ გონებრივი იერიში – კონკრეტული საკითხის გარშემო კრიტიკული, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების მოსმენა, იდეების გაცხრილვა, კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დადგენა და შერჩეული შეხედულებების შეფასება წინასწარ ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით.
▪ დემონსტრირების მეთოდი – ინფორმაციის ვიზუალურად წარდგენა, რომლის დროსაც ადვილად ხდება სასწავლი მასალის აღქმა, საკითხის/პრობლემის არსის წარმოჩენა და მის გარშემო მსჯელობა აუდიო და ვიზუალური საშუალებების გამოყენებით.
▪ ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია, რაც ხელს უწყობს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების უნარის განვითარებას.
▪ წყვილში მუშაობა ქოუჩინგის პრინციპით – მოიცავს კონკრეტული საკითხის გარშემო სწორი კითხვების დასმით გადაწყევეტილების მიღებას. სტუდენტები პრაქტიკულად გაივარჯიშებენ კითხვების დასმას, მოსმენის უნარს, პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე .
▪ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობის მეთოდი – დამატებითი მასალის მოძიება და სიღრმისეული დამუშავება, საინტერესო
ინფორმაციაზე ჩანაწერების გაკეთება .
▪ წერითი მუშაობის მეთოდი – რამდენიმე აქტივობის შერწყმა მიღებული ინფორმაციის დაკონსპექტებით, თეზისების შედგენით, რეფერატის ან ესსეს შესრულება.
▪ შემთხვევის ანალიზი – კონკრეტული შემთხვევების განხილვა საკითხის დეტალური შესწავლის მიზნით, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით კონკრეტული საკითხის საფუძვლიანი შესწავლა.

შეფასების ფორმატი და მეთოდოლოგია:

შუალედური,  შემაჯამებელი და აღდგენითი ტესტირების ჩატარდება წერილობითი  ფორმატით. სასწავლო
კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. შეფასება ითვალისწინებს შუალედურ და შემაჯამებელ შეფასებას,
ქვიზებს და პრაქტიკულ სამუშაობს რომელთა ჯამი შეადგენს 100 ქულას

შეფასების სისტემა მოიცავს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი– შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი– მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი– მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი– მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი– მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

შეფასების სისტემა მოიცავს ორი სახის უარყოფით შეფასებას: 

 (FX) ვერ ჩააბარა– მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა – დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა– მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, კურსი არ ჩაითვლება ათვისებუ

სასწავლო პროგრამის კურსები:

სავალდებულო – გასავლელი კურსი:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიები
  • შესავალი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში
  • მარკეტინგის მენეჯმენტი
  • მენეჯმენტის საფუძვლები
  • ფირმის ორგანიზაცია და მართვა 
  • ლიდერობა
  • საქმის წარმოება

თავისუფალი – გასავლელი კურსი:

  • ინგლისური ენა A1/ A2 
  • ინგლისური ენა A2 /B1
  • ინგლისური ენა B1
  • უცხო ენა I – გერმანული ან რუსული ენა) – A 1
  • უცხო ენა II – (გერმანული ან რუსული ენა) – A 2 
  • უცხო ენა III – (გერმანული ან რუსული ენა)- B 1.1
  • უცხო ენა IV – (გერმანული ან რუსული ენა)- B 1.2 
  • კომპ. პროგრამები და მედია ტექნოლოგიები
არჩევითი – თავისუფალი კურსი:
  • სტრატეგიული კომუნიკაციები
  • გაყიდვების მენეჯმენტი
  • PR-სტრატეგია 
  • მარკეტინგული კომუნიკაციები
  • საკომუნიკაციო კამპანიები
  • შესყიდვები

სწავლის საფასური

  • პირველი ნაწილი 650 ლარი
  • მეორე ნაწილი 1000 ლარი
  • მესამე ნაწილი  1200 ლარი
  • მეოთხე ნაწილი 1400 ლარი