სტრატეგიული კომუნიკაციები

დაშვების წინაპირობა (მოთხოვნები)

  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • სრული ზოგადი ან საშუალო განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
  • გამოცდის ჩაბარება შემდეგ მიმართულებებში:
    • ზოგადი უნარები;
    • უცხო ენა;

სასწავლო პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კომპენტენციის მქონე სპეციალისტები სტრატეგიული კომინიკაციების მიმართულებით და ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას.სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის მიზანია მოამზადოს მსმენელები საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით სპეციალისტები,რომელთაც შეეძლებათ სტრატეგიული გეგმების , საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, სოციალური მედია კამპანიების შემუშავება.  

სწავლის შედეგები და კომპეტენციები

სტრატეგიული კომუნიკაციების   პროგრამის დასრულების შედეგები აისახება ქვემოთ ჩამოთვლილი კომპეტენციების განვითარებაში

ცოდნა და გაცნობიერება:  
კურსდამთავრებულმა იცის:
⮚ სტრატეგიული კომუნიკაციების  პრინციპები
⮚ მარკეტინგული გეგმის შემუშავების თავისებურებების ცოდნა

⮚ ეფექტური მომსახურეობა

 

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს შეუძლია:
⮚ მუდმივი თვითგანვითარების მიზნით პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის , ლიტერატურის და დოკუმენტის შესწავლის და დამუშავების უნარი. 

 

სწავლება-სწავლის მეთოდები

 

სწავლება-სწავლის მეთოდები
▪ აკეთე და ისწავლე –  პრაქტიკულ ჩვევებს უყალიბებს და საშუალებას აძლევს განავითაროს ანალიზის უნარი, გუნდური მუშაობა;
▪ ახსნა-განმარტებითი მეთოდი – მსჯელობა მოცემული საკითხის გარშემო კონკრეტული მაგალითის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლით დაკვირევებისა და ანალიზის უნარების გაუმჯობესება
▪ დისკუსია / დებატებში მონაწილეობა – კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარზე ორიენტირებული მეთოდი, რომლითაც ასევე ვლინდება ემოციების მართვის უნარი .
▪ გამოცდილებითი სწავლება – აუდიტორიის მიღმა სხვა და სხვა აქტივობებში ჩართვით პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, დაკვირვებისა და უშუალო გაკეთების პროცესების მეშვეობით.
▪ გონებრივი იერიში – კონკრეტული საკითხის გარშემო კრიტიკული, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების მოსმენა, იდეების გაცხრილვა, კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დადგენა და შერჩეული შეხედულებების შეფასება წინასწარ ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით.
▪ დემონსტრირების მეთოდი – ინფორმაციის ვიზუალურად წარდგენა, რომლის დროსაც ადვილად ხდება სასწავლი მასალის აღქმა, საკითხის/პრობლემის არსის წარმოჩენა და მის გარშემო მსჯელობა აუდიო და ვიზუალური საშუალებების გამოყენებით.
▪ ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია, რაც ხელს უწყობს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების უნარის განვითარებას.
▪ წყვილში მუშაობა ქოუჩინგის პრინციპით – მოიცავს კონკრეტული საკითხის გარშემო სწორი კითხვების დასმით გადაწყევეტილების მიღებას. პრაქტიკულად გაივარჯიშებენ კითხვების დასმას, მოსმენის უნარს, პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე .
▪ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობის მეთოდი – დამატებითი მასალის მოძიება და სიღრმისეული დამუშავება, საინტერესო
ინფორმაციაზე ჩანაწერების გაკეთება .
▪ წერითი მუშაობის მეთოდი – რამდენიმე აქტივობის შერწყმა მიღებული ინფორმაციის დაკონსპექტებით, თეზისების შედგენით, რეფერატის ან ესსეს შესრულება.
▪ შემთხვევის ანალიზი – კონკრეტული შემთხვევების განხილვა საკითხის დეტალური შესწავლის მიზნით, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით კონკრეტული საკითხის საფუძვლიანი შესწავლა.. 

შეფასების ფორმატი და მეთოდოლოგია:

შუალედური,  შემაჯამებელი და აღდგენითი ტესტირების ჩატარდება წერილობითი  ფორმატით. სასწავლო
კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. შეფასება ითვალისწინებს შუალედურ და შემაჯამებელ შეფასებას,
ქვიზებს და პრაქტიკულ სამუშაობს რომელთა ჯამი შეადგენს 100 ქულას

შეფასების სისტემა მოიცავს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი– შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი– მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი– მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი– მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი– მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

შეფასების სისტემა მოიცავს ორი სახის უარყოფით შეფასებას: 

 (FX) ვერ ჩააბარა– მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა – დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა– მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, კურსი არ ჩაითვლება ათვისებუ

სასწავლო პროგრამის კურსები:

სავალდებულო – გასავლელი კურსი:

  • მარკეტინგის  საფუძვლები
  • გაყიდვების სტრატეგია 
  • ციფრული მარკეტინგის კომინიკაციები
  • მარკეტინგის მენეჯმენტი
  • მენეჯმენტის საფუძვლები
  • ივენთ მენეჯმენტი

თავისუფალი – გასავლელი კურსი:

  • ინგლისური ენა A1/ A2 
  • ინგლისური ენა A2 /B1
  • ინგლისური ენა B1
  • უცხო ენა I – გერმანული ან რუსული ენა) – A 1
  • უცხო ენა II – (გერმანული ან რუსული ენა) – A 2 
  • უცხო ენა III – (გერმანული ან რუსული ენა)- B 1.1
  • უცხო ენა IV – (გერმანული ან რუსული ენა)- B 1.2 
  • კომპ. პროგრამები და მედია ტექნოლოგიები
 არჩევითი – თავისუფალი კურსი:
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია 
  • ფულადი გზავნილების სისტემა
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
  • შესავალი მენეჯმენტში
  • შესავალი მარკეტინგში
  • საკომუნიკაციო კამპანიები
  • კრიტიკული  აზროვნება
  • დარგობრივი ინგლისური
  • შესავალი ფსიქოლოგიაში
  • კრიტიკული წერა

სწავლის საფასური

  • პირველი ნაწილი 650 ლარი
  • მეორე ნაწილი 1000 ლარი
  • მესამე ნაწილი  1200 ლარი
  • მეოთხე ნაწილი 1400 ლარი