#WEAREYOU


სტრატეგია

  • ევროპის მენეჯმენტის სკოლამ განვითარებისათვის  განსაზღვრა ხარისხზე ორიენტირებული სწავლება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ბრენდის განვითარება. სკოლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბრენდის სახელი და ცნობადობა შემდეგი სამი წლის განმალობაში საგრძნობლად გაიზარდოს. მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო სივრცეში აისახოს და მიეწოდოს აუდიტორიას საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობები. 
  • სკოლის მისიის შესაბამისად, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად სკოლის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს სასწავლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება, რომლის მიღწევა შესაძლებელია თანამედროვე ციფრული პროგრამების გამოყენებით. კოლეჯი დღესდღეობით აქტიურად იყენებს ყველა აპრობირებულ საგანმანათლებლო პლათფორმებს. სასწავლო პროგრამები, შეფასებები და მასალები ხელმისაწვდომია ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და სასწავლო პლათფორმებზე.
  • სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შესაბამისად მომდევნო 3 წლის განმავლობაში განისაზღვრა შემდეგი სტრატეგიული პრიორიტეტები:

    • სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება;
    • ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება;
    • სასწავლო პროგრამებში თანამედროვე ციფრული პროგრამების და ინოვაციური მეთოდების დაგეგმვა;
    • სასწავლო პროცესის ხარისხის და კონტროლის მექანიზმების დაგეგმვა;
    • რესურსების მართვის ეფექტურობის ამაღლება;