სავაჭრო გარიგებები

კურსის მიზანი:

კურსი შესაძლებლობას იძლევა დაეუფლო  იმ მიდგომებს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ევროკავშირის ეკონომიკური აგენტები სავაჭრო კალკულაციებში; გაეცნო როგორ და რა პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობს კონკურენციული მოდელი ევროკავშირში და შესაბამისად როგორ უნდა წარიმართოს ინდივიდუალური სავაჭრო გარიგება.

კურსის ფარგლებში შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და  რა შედეგები შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა პროცესებმა სავაჭრო გარიგებებზე.

კურსი ასევე მოიცავს ვაჭრობის მოდელირების ტექნიკებს, რითაც მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს სათანადო მეთოდებს, რაც მას დაეხმარება ევროკავშირის შიდა ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ ოპერატორებთან სავაჭრო გარიგებებში, მოლაპარაკებების წარმოებისა და შემდგომ ეტაპებზე. ეს სფერო ოპტიმიზაციისა და მისგან გამომდინარე მოგების მაქსიმიზაციის ტექნიკებს მოიცავს. იგი გვაცნობს „თამაშის წესებს“, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკურ ოპერატორს უკვე ხელი მიუწვდება  ისარგებლოს ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე უპირატესობებით.


კურსის სტრუქტურა

სასწავლო პროგრამის ფარგლებში სიღრმისეულად გავეცნობით შემდეგ საკითხებს:

  • ევროპის სავაჭრო გარიგებების რეტროსპექტივა (ისტორიული ექსკურსი), ევროპული გაერთიანებებიდან ევროკავშირამდე / ევროკავშირის სამართლის წყაროები;
  • საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შედარებითი ანალიზი;
  • ევროკავშირის სამართალთან  ჰარმონიზაცია და სტანდარტიზაცი;
  • ევროკავშირთან ვაჭრობის საბაჟო პირობები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ შეთანხმება ; 
  • ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობა, ნაწილი I, ანუ როგორ მოეპყრობიან თქვენს პროდუქტს ევროკავშირში?
  • ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობა, ნაწილი II, როგორ გავიტანოთ პროდუქტი ევროკავშირში, პრაქტიკული ქეისი;
  • ევროკავშირის საბაჟო კოდექსისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის პროექტის შედარებითი ანალიზი (ვაჭრობის აქტუალური პრობლემატიკა);
  • შეჯამება, ვორკშოპი.


კურსის ხანგრძლივობა

  • კურსი მოიცავს 6 კვირას
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ
  • ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი (სულ: 12 ლექცია, 36 საათი).