სასტუმრო საქმის სპეციალისტის პროფესიული მომზადების პროგრამა

ცხადდება მიღება პროფესიული მომზადების პროგრამაზე!

წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2024 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.
პროგრამა ორ ეტაპიანია:
I ეტაპი მოიცავს თეორიულ სწავლებას 
II ეტაპი ითვალისწინებს პრაქტიკას  უმაღლესი კლასის სასტუმროებში.

პროფესიული მომზადების პროგრამის „სასტუმროს საქმის სპეციალისტი’’ მსმენელებს
მისცემს შესაძლებლობას შეიძინონ პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
სასტუმროს ინდუსტრიაში. თეორიული სწავლების შემდეგ მსმენელები გაივლიან
პრაქტიკას მენეჯმენტის ევროპული სკოლა – თბილისის პარტნიორ ორგანიზაციებში.

პროგრამის „სასტუმროს საქმის სპეციალისტის“ მიზანია მოამზადოს პიროვნება და მისცეს
მას ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობა, რომლითაც მსმენელები
შეძლებენ:
სასტუმროს ადმინისტრირების პროცესების უზრუნველყოფას; 
სტუმრის მიღება-განთავსების მომსახურეობას;
სასტუმროს დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფას 
(ჰაუსქიფინგი); 
სასტუმროში სტუმრის სასმელით-კვებით მომსახურეობას.

პროგრამის 
მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ საერთაშორისო პრაქტიკა უცხოეთში და გახდნენ კვალიფიციური კადრი სასტუმროს ინდუსტრიის სექტორში. 

სწავლის შედეგების დადასტურების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ  ორ ენოვან დოკუმენტს დანართით.

პროგრამა ნაწილობრივ დაფინანსებული იქნება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. 

error: Content is protected !!
Scroll to Top