სასტუმრო საქმის სპეციალისტი/Hotel Specialist

პროფესიული პროგრამის „სასტუმრო საქმის
სპეციალისტი’’ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას
შეიძინონ პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული
გამოცდილება სასტუმროს ინდუსტრიაში. განსაზღვრული
თეორიული მოდულების სწავლების შემდეგ სტუდენტები
გაივლიან პრაქტიკას მენეჯმენტის ევროპული სკოლა -
თბილისის პარტნიორ ორგანიზაციებში საქართველოში ან
უცხოეთში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს
გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული
საკვალიფიკაციო დოკუმენტი, თავისი დანართით.

პროგრამის მიზანი და სწავლის
შედეგები:

პროგრამის „სასტუმრო საქმის სპეციალისტის“
მიზანია მოამზადოს პიროვნება და მისცეს მას
ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების
შესაძლებლობა, რომლითაც სტუდენტები
შეძლებენ სასტუმროს ადმინისტრირების
პროცესების უზრუნველყოფას, შესყიდვების
მართვას, მარაგების კონტროლს, სასტუმროში
უსაფრთხოების დაცვას, პრობლემური
სიტუაციების მართვას, სტუმრის მიღება-
განთავსების მომსახურეობას, სასტუმროს
ოთახების მოწყობას, დასუფთავების
მომსახურების უზრუნველყოფას
(ჰაუსქიფინგი), სასტუმროში სტუმრის
სასმელითა და კვებით მომსახურეობას.

სწავლების მეთოდები:

 ინტერაქციული ლექცია;
 ლექცია პრობლემის დასმით;
 დისკუსია;
 გონებრივი იერიში;
 პრაქტიკული სავარჯიშო;
 პრაქტიკული მეცადინეობა;
 შემთხვევის ანალიზი;
როლური თამაში;
 ინსტუქტაჟი;
 პრაქტიკული დავალება
დაკვირვებით;

თეორიული სწავლება - ინტეგრირებულ-კომბინირებული მეთოდი.

მოდულები:

სასტუმროს ინდუსტრიის გაცნობა;
 ინტერპერსონალური უნარები;
 ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
 სასტუმროს ადმინისტრირება;
 სასტუმროს ადმინისტრირების პროცესების
უზრუნველყოფის შესავალი;
 სასტუმროს ადმინისტრირების პროცესების
უზრუნველყოფა;
 ორგანიზება, დაგეგმვის პროცესი და
პროცედურა;
 სასტუმროს პერსონალის მართვა;
 სტუმრის მიღება-განთავსება;
 სასტუმროს ოთახების მოწყობა;
 სასტუმროს დასუფთავების
მომსახურეობის უზრუნველყოფა;
 სასტუმროში სტუმრით სასმელითა და
კვებით მომსახურეობა;
 სასტუმროს შესყიდვების უზრუნველყოფა;
 სასტუმროში მომარაგებისა და კონტროლის
მართვა;
 პრობლემური სიტუაციების მართვა
სასტუმროში;
 სასტუმროში უსაფრთხოების
უზრუნველყოფა;
 უცხო ენა;
 უცხო ენა (დარგობრივი);

პროფესიული პროგრამის „სასტუმრო საქმის
სპეციალისტი’’ დასრულების შედეგად მიღებული ცოდნა
და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრებულების
დასაქმებას, სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებში:
დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროებში,
სასტუმრო სახლებში და საკურორტო კომპლექსებში.
სწავლების დროს სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ
მიიღონ საერთაშორისო პრაქტიკა უცხოეთში, გახდნენ კვალიფიციური კადრი სასტუმროს ინდუსტრიის
სექტორში და დასაქმდნენ საქართველოში პარტნიორ
ორგანიზაციებში.

პროგრამას აფინანსებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
პროფესიული სააგენტო და საქართველოს
შრომის სამინისტროს დასაქმების
ხელშეწყობის სააგენტო.

დარეგისტრიდით ჩვენს ვირტუალურ ღიია კარის დღეზე. გაიგეთ რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ჩვენი სკოლა.

ღია კარის დღე შესანიშნავი შესაძლებლობა არის დეტალურად გაიგოთ პროგრამის დეტალები, სწავლის მიღწევის შედეგები, სალექციო და პრაქტიკული სივრცეების 3D სივრცეები, კარიერული შესაძლებლობები და ის ბენეფიტები რასაც მიიღებთ სწავლების პერიოდში.

#WEAREYOU

error: Content is protected !!
Scroll to Top